დაისისფერი სახლის მთავარი უპირატესობა მშენებლობისთვის გამოყენებული მასალების მრავალფეროვნებაა. შესაძლებელია როგორც ბლოკისა და ბეტონის კომბინაცია და ფასადის უხეშად შელესვა, ისე ადგილობრივი, ბუნებრივი მასალის ე.წ. „ნამჯის სახლის“ აშენება.
სახლების ფერების პალიტრის ინსპირაცია „სათიბეს“ დაუვიწყარი მზის ჩასვლა გახდა. შესაძლებელია ლავირება მუქ ტერაკოტისფერ, ქვიშისფერ, მოყვითალო ტონალობებში. ფასადების უხეში მოპირკეთება და უსწორმასწორო რელიეფი – ლესვა, ან „ნამჯის სახლის“ შემთხვევაში ზედაპირის კირით დამუშავება – დასახლებას ერთიან, ბუნებრივთან მიახლოებულ იერსახეს შეუნარჩუნებს.