თანამედროვე, მსუბუქი კონსტრუქციის თუნუქ-სენდვიჩის სახლი მშენებლობის სისწრაფითა და სიმარტივით გამოირჩევა. ამ ტიპის საცხოვრებელი საუკეთესო არჩევანია დიდი ვიტრაჟებისა და ნათელი ოთახების მოყვარულებისთვის. აშენება შესაძლებელია როგორც ბლოკითა და ბეტონით, ისე მთლიანად სენდვიჩის სტანდარტული კონსტრუქციით. დასაშვებია ენდემურ ქვასთან და უხეშ ლესვასთან კომბინაციაც.
კარკასი თუნუქ-სენდვიჩის სპეციალური დათბუნებული ფენით იფუთება და ზამთარში – სითბოს, ზაფხულში კი სიგრილეს ინარჩუნებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიტრაჟული შენობისთვის. ხარისხიანი მინაპაკეტი და თბოიზოლაცია სახლს ოპტიმალურ ტემპერატურას უნარჩუნებს. თუნუქ-სენდვიჩის მარტივი და ჰაეროვანი სახლები მყუდროა, ლამაზი და დამატებით ხიბლს სძენს „სათიბეს“ მრავალფეროვანი ჰარმონიის ერთიან კონცეფციას.