ენდემური ქვის ოდა

ადგილობრივ ლანდშაფტთან ორგანულად შერწყმული ქვის სახლი ლამაზია, გამძლე და არასოდეს კარგავს აქტუალობას. „სათიბეს“ შემოგარენში, ორბეთსა და ასურეთში, დღემდეა შემორჩენილი გერმანელების აშენებული, რეგიონისთვის დამახასიათებელი ქვის სახლები. „სათიბეს“ განაშენიანების ავთენტურობის შენარჩუნების თვალსაზრით ადგილობრივი ქვის გამოყენება ყველაზე ბუნებრივი და ესთეტიკური გადაწყვეტაა.

ვიზუალური მომხიბვლელობის გარდა გასათვალისწინებელია პრაქტიკული უპირატესობებიც: ქვის სახლი უკიდურესად მდგრადია გარემო ფაქტორების – ქარის, წყლის, ცეცხლისა და სხვა დაზიანებების მიმართ, არ საჭიროებს დამატებით დამუშავებას, დაცვას და არც მუდმივ მოვლა-განახლებაში იხარჯება რესურსი – ქვის სახლს დრო ვერაფერს აკლებს.

ზარის მოთხოვნა